ნათია თურნავამ სომხეთის ეროვნული ვალუტის  30 წლის საიუბილეო   ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, სომხეთის ეროვნული ვალუტის - დრამის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი რანგის სიმპოზიუმი, დილიჟანში, სომხეთის ცენტრალური ბანკისა და „ბრეტონ ვუდსის კომიტეტის“ ორგანიზებით გაიმართა.

„სიმპოზიუმს ესწრებოდნენ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკები, ასევე მთავრობის, საფინანსო სექტორის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ნათია თურნავამ სიმპოზიუმის მონაწილეებს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. ასევე ისაუბრა მაღალინფლაციური გარემოს გამოწვევებსა და დოლარიზაციის შესამცირებლად გადადგმულ ნაბიჯებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბოლო წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ ინფლაციის თარგეთირება და მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო პრაქტიკაა ისეთ უპრეცედენტო ეკონომიკურ შოკებთან გასამკლავებლადაც კი, როგორიც იყო პანდემია და რუსეთის შეჭრა უკრაინაში. შედარებისთვის, თუ შარშან ზაფხულში საქართველოში ინფლაცია თითქმის 14%-ს შეადგენდა, ახლა ის თანდათან მცირდება და 2023 წლის ივლისში მხოლოდ 0.3% შეადგინა. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ 3%-ს, რაც ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა და კომუნიკაცია ეფექტიანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ციფრული ვალუტის სამომავლო პერსპექტივებსა და დიჯიტალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, საუბარი აგრეთვე შეეხო ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, ომის თანმდევი მიგრაცია და კაპიტალის ჭარბი შემოდინება და ცენტრალური ბანკების როლი აღნიშნული რისკების მინიმიზაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა