ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საჯარო რეესტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, უწყების თანამშრომლებისთვის წიგნის ბუდე მოეწყო.

დოკუმენტის თანახმად, განხორციელდება ერთობლივი პროექტები, გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

„ეროვნული ბიბლიოთეკა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუთმობს მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სივრცეებს და დაეხმარება სხვა რესურსებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს