პაატა მანჯგალაძე - მთავრობას დაბლოკილი ჰყავს პრეზიდენტი იმის გამო, რომ რაც ღარიბაშვილს და კობახიძეს უნდა, იმას არ ლაპარაკობს?! ასეთი კონსტიტუცია გვაქვს დაწერილი, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია?!

მთავრობას დაბლოკილი ჰყავს პრეზიდენტი იმის გამო, რომ რაც ღარიბაშვილს და კობახიძეს უნდა, იმას არ ლაპარაკობს?! ასეთი კონსტიტუცია გვაქვს დაწერილი, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია?! თოჯინაა, ჩაუდებენ ჩიპს, დააჭერენ ღილაკს ხელს და რასაც უნდათ, ილაპარაკებს, ასეთი პრეზიდენტი ჰყავს თურმე, საქართველოს პირდაპირი წესით არჩეული?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი იმპიჩმენტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი ოპოზიციასთან კოორდინაციაში იქნება ბევრ საკითხზე, ეს იქნება კარგი, მაგრამ დაუშვებელია, ევროპაში ვიზიტის გამო პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადო. მისი თქმით, ის რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ნონსენსია.

„რას ამბობენ, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და მთავრობას დაბლოკილი ჰყავს იმის გამო, რომ რაც ღარიბაშვილს უნდა და კობახიძეს იმას არ ლაპარაკობს?! ასეთი კონსტიტუცია გვაქვს დაწერილი, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია?! თოჯინაა, ჩაუდებენ ჩიპს, დააჭერენ ღილაკს ხელს და რასაც უნდათ იმას ილაპარაკებს, ასეთი პრეზიდენტი ჰყავს თურმე, საქართველოს, მითუმეტეს, პირდაპირი წესით არჩეული?! არასდროს მხარი არ დამიჭერია ზურაბიშვილისთვის, არ მომწონდა ქართულ - რუსულ ომზე, რუსეთის ოკუპაციაზე მისი განცხადებები, მაგრამ ის, რომ ადამიანი შარლ მიშელს და გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა, ამით როგორ დაარღვია კონსტიტუცია, მე დღემდე ამის განმარტება არ მომისმენია.

ახლა რა თამაშიც წამოიწყეს, რომ ვითომ გადაყენება უნდათ და ვითომ კონსტიტუციას იცავენ, კი არის „ქართული ოცნება" ღირსი, უთხრა, რომ „მოდი, მხარს ვუჭერთ ამ პროცედურას", მერე რას იზამენ?! ხომ დაიხევენ უკან? მდინარაძემ გუშინ ხუთჯერ გაიმეორა, პრეზიდენტი იმედია "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის შანტაჟს არ დაემორჩილებაო, თვითონ გადაყენებას უპირებენ და პრეზიდენტს ჭკუას ასწავლიან, შანტაჟს არ დაემორჩილოო, ნორმალურები არიან ახლა ესენი?"- განაცხადა მანჯგალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის