საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშთი კიარამიანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებს პროკურატურის ძირითადი ფუნქციების, საქმიანობისა და უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სომეხ კოლეგებთან და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებით წარიმართოს.

საქართველოს პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე, მზაობა გამოხატეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს