მებაჟე ოფიცრებს ახალი სამსახურებრივი ფორმები გადაეცათ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული, მაღალხარისხიანი ქსოვილისგან დამზადებული ახალი ფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები/საწვიმრები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და საერთაშორისო სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს. მებაჟე ოფიცრების სამუშაო რეჟიმიდან და სხვადასხვა ლოკაციაზე რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი ფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე თერმორეგულაციის სავალდებულო კომპონენტი და ხარისხი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომშრომლებს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო წოდება მიენიჭათ. სწორედ, აღნიშნული წოდებები და მათი განმასხვავებელი ნიშნები არის გამოსახული საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების ახალ ფორმებზე.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონების ახალი ფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო დეპარტამენტის 1550 თანამშრომელს დაურიგდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა