სერგო ჩიხლაძე - იმპიჩმენტის გადაწყვეტილება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის დამაზიანებელია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის დამაზიანებელია.

ის დარწმუნებულია, რომ პარლამენტში წარმოდგენილი არცერთი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იციან, რომ საკმარის 100 ხმას ვერ მოაგროვებენ. მეც დარწმუნებული ვარ, პარლამენტში წარმოდგენილი არცერთი ოპოზიციური ჯგუფიდან არ მოგროვდება ხმები პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასარგებლოდ. არა იმიტომ, რომ ყველა დადებითად ვაფასებთ ზოგადად პრეზიდენტის მოღვაწეობას ან ქალბატონი ზურაბიშვილის მომხრეები ვართ, არამედ, ეს იმპიჩმენტის გადაწყვეტილება დამაზიანებელია ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აქედან გამომდინარე, ხმები ერთმნიშვნელოვნად არ იქნება მობილიზებული. ერთადერთი, რისთვისაც „ქართული ოცნება“ ამას აკეთებს, ეს არის ევროპული ინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირება. გაგახსენებთ, 2022 წლის ივნისამდე, 2022 წლის დეკემბრამდე, ახლა, როცა ევროკომისიის დასკვნა უნდა იყოს, ანუ, ყველა გადამწყვეტი მომენტის წინ, “ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესის საბოტაჟი მოხდეს, როგორც ეს თავის დროზე ნიკა გვარამიას დაკავებით, მოსმენების კანონის მიღებით, ევროპელ დიპლომატებზე, ელჩებზე თავდასხმით, კანონების და ისეთი ინიციატივების მიღებით მოხდა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებდა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმპიჩმენტის საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს არ გეგმავს.

„არ გვაქვს ეს დაგეგმილი, მაგრამ მიმდინარე მოვლენები როგორ წარიმართება, შესაძლებელია, სხვადასხვა ვარიანტი განვიხილოთ. ამ მომენტისთვის საკითხი, რომ სალომე ზურაბიშვილს შევხვდეთ, „სტრატეგია აღმაშენებელში“ არ განიხილება. ერთადერთი მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მოვეხმარებით ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც საქართველოს იმიჯისთვის დამაზიანებელია“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო