ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი რუსული პარტიის მოგონილია - ბიძინა ივანიშვილის „სამეფო კარის თამაშები“ ჩვენთვის საინტერესო არ არის

იმპიჩმენტის საკითხი არ გვაინტერესებს და ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ - ბიძინა ივანიშვილის "სამეფო კარის თამაშები" არ არის ჩვენთვის საინტერესო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხი ივანიშვილის თამაშია, ხოლო თუ ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არის მოგონილი ივანიშვილის და რუსული პარტიის. ვფიქრობთ, ორივე მხარე რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. ეს საკითხი არ აინტერესებს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, მათ აინტერესებთ შოვის ტრაგედიაზე პასუხი; რა ეშველებათ მევენახეებს, რომელთა მოსავალი დაისეტყვა; რა ეშველება თხილის ფასს; სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემებს და ამაზე პასუხის ნაცვლად, გვაჩეჩებენ თემას, რომელიც არ აინტერესებს დედამიწის ზურგზე არავის, გარდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის ბანდ-ფორმირებისა. ეს საკითხი ჩვენ არ გვაინტერესებს, ეს არის ივანიშვილის რუსული თამაში, თითქოს ზურაბიშვილი როგორი კეთილი და კარგია. თუ ასეთია, ასე უყვარს ქვეყანა, ევროპულ მომავალზე ფიქრობს, მაშინ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს და სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს, ამას არ აკეთებს. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი არ გვაინტერესებს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ.

ბიძინა ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ და ცალსახად შემიძლია გითხრათ, ეს საკითხი არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს. ბიძინა ივანიშვილის "სამეფო კარის თამაშები" არ არის ჩვენთვის საინტერესო თემა. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების თემას რაც შეეხება, ვალდებულიც კი არის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას და საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა იცავდეს და ამ ევროპული მომავლის შემაფერხებლად რომ არის ქცეული სააკაშვილის ტყვეობა, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის თავისუფლება. ის ამას არ აკეთებს და მონაწილეობას იღებს ივანიშვილის თამაშებში. ჩვენ არ გვაინტერესებს ივანიშვილის და კობახიძის დაგეგმილი თამაშები, რომელზეც შემდეგ მედია სივრცეში მიმდინარეობს საუბარი, ნაცვლად იმ თემებისა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო