შალვა კერესელიძე - შემოვდივართ ინიციატივით, გაიყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს, გაიყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულის შესახებ პარტიის დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ორი უწყების ერთობლივად მართვა პრობლემებს ქმნის და როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების შეფერხებას იწვევს.

„გაერთიანებული ორი უწყების ერთდროულად მართვა უკიდურესად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. იწვევს მართვის პრობლემებს და აფერხებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. გლობალურმა დათბობამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა, ამ საკითხების აქტუალობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მკაცრი გარემოს დაცვითი პოლიტიკის შემუშავების, მისი ჯეროვნად აღსრულების, ეფექტიანად მართვის და მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, შემოვდივართ ინიციატივით, გაიყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც თავისი არსით გულისხმობს გარემოს დაცვითი მიმართულების გამოყოფას სოფლის მეურნეობის უწყებიდან.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩამოყალიბდეს ცალკე დამოუკიდებელ სამინისტროდ, სადაც გაერთიანებული იქნება ამ საქმიანობით და ფუნქციებით აღჭურვილი ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის, სამეცნიერო დაწესებულებები. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ორი სამინისტროს გაერთიანება თავის დროზე შეცდომა იყო იმიტომ, რომ მათი გაერთიანებით არანაირი ხარჯების ოპტიმიზაციას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მისი ეფექტიანად მართვა გართულდა“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი