რა უნდა გაითვალისწინონ ბიზნესებმა თუ საზღვარგარეთ გასცემენ ხელფასს?

IT ინდუსტრიასა და პროგრამირებაში დისტანციურად დასაქმების ტენდენცია იზრდება, რასაც ციფრული არხების კიდევ უფრო განვითარება უწყობს ხელს. აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები ხშირად თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სხვა ქვეყანაში, თუნდაც სხვა კონტინენტზე მდებარეობს, რაც ანაზღაურების კუთხით ორივე მხარისთვის უფრო მიმზიდველია, თუმცა არსებობს გარკვეული გამოწვევები.

როგორც დამსაქმებლისთვის, ისე უცხო ქვეყანაში დასაქმებულისთვის მთავარ გამოწვევას შრომითი ანაზღაურების გადარიცხვა წარმოადგენს. საერთაშორისო ტრანზაქციები ძირითადად Swift-ის ან PayPal-ის მეშვეობით ხორციელდება და ბიზნესისთვის მათი სერვისებით სარგებლობა იაფი ნამდვილად არ არის.

როგორც წესი, საერთაშორისო საბანკო ქსელით სარგებლობისას მინიმალური გადასახადი 35$-ია, საკომისიო კი საშუალოდ 3$-დან 5$-მდე შეადგენს, რაც თუნდაც რამდენიმეთვიან ჭრილში რომ შევაფასოთ, რეგულარული საერთაშორისო ტრანზაქციებისა და გაცემული ხელფასების შემთხვევაში, შეიძლება საკმაოდ დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულთა დიდი ნაწილი უცხო ქვეყნებში ცხოვრობს.

მაგალითად, Paypal-ის შემთხვევაში, ბიზნესი საკომისიოს სახით იხდის როგორც გადარიცხული თანხის პროცენტს, ისე ფიქსირებულ თანხას, რაც საბოლოოდ, მომსახურებას უძვირებს.

მიზეზები, რის გამოც ხელფასის სხვა ქვეყანაში ჩარიცხვა გამოწვევებთან არის დაკავშირებული:

  • დანახარჯები - მაშინ, როცა დამსაქმებელი თანამშრომლების დისტანციურად აყვანაზე მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ზოგავს, რაც მაგალითად, საოფისე ხარჯებთან არის დაკავშირებული, საერთაშორისო გადარიცხვები მომსახურებას მაინც უძვირებს;
  • დროის რესურსები - მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს მობაილ ბანკები და გადარიცხვის სხვა პლატფორმები ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების საშუალებას გვაძლევს, რიგ შემთხვევებში დამსაქმებლებს მაინც სჭირდებათ ბანკში ვიზიტი და გარკვეული დოკუმენტების გაფორმება, რაც დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით, ნაკლებად ხელსაყრელია.

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, კრიპტოვალუტა ხელფასის გადარიცხვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

რა უპირატესობები აქვს ხელფასის კრიპტოვალუტაში ჩარიცხვას?

Freelance პლატფორმების პოპულარიზაციასა და დასაქმების კუთხით გეოგრაფიული ბარიერების მოშლის პარალელურად, სულ უფრო მეტი სანდოობით სარგებლობს კრიპტოვალუტა. დამსაქმებლების ნაწილისთვის ის ანაზღაურების გადახდის სანდო და კომფორტული საშუალებაა, რადგან:

  • ხასიათდება დაბალი საკომისიოთი - კრიპტო ტრანზაქციების საკომისიო მნიშვნელოვნად განსხვავდება FIAT ვალუტების საკომისიოსგან. მაგალითად, საქართველოში პოპულარული კრიპტო ბირჟა Cryptal-ის მეშვეობით დასაქმებულისთვის ხელფასის Bitcoin-ით ჩარიცხვისას საკომისიოს სახით მხოლოდ 00005 BTC ჩამოგეჭრებათ, რაც 3 ლარის ეკვივალენტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Bitcoin-ში ტრანზაქციების განხორციელება ყველაზე ძვირია, შესაბამისად, ანაზღაურების გადარიცხვა კიდევ უფრო დაბალი საკომისიოთიც შეიძლება;
  • ჩარიცხვა აისახება მომენტალურად - თუ FIAT ვალუტებით გადარიცხვის შემთხვევაში შუამავალ კომპანიებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ თანხა ასახონ, კრიპტოვალუტა ადრესატის საფულეში მყისიერად ირიცხება. ამასთან, კრიპტოს გადარიცხვებს არ ეხება არასამუშაო დღეები, საათები და დღესასწაულები, როცა ბანკები და საერთაშორისო გადარიცხვების კომპანიები ისვენებს;
  • ტრანზაქციების განხორციელება მარტივია - თუ ტრადიციულ ვალუტებში ხელფასის ჩარიცხვის შემთხვევაში ბიუროკრატიული პროცესების გავლა გვიწევს, კრიპტოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. კრიპტო სამყაროში ვალუტა უბრალოდ ერთი საფულიდან მეორეში უნდა გადავრიცხოთ და სულ ესაა.

ჩვეულებრივი გადარიცხვების მობაილ ან ინტერნეტბანკით შესასრულებლად სულ რამდენიმე წამი გვჭირდება. იგივე პრინციპი მოქმედებს კრიპტოვალუტის გადარიცხვის შემთხვევაშიც, ეს მარტივი და სწრაფი პროცესია.

რომელ კრიპტოვალუტაში სჯობს ხელფასის ჩარიცხვა, მაშინ, როცა კრიპტოვალუტის კურსი მერყევია?

კრიპტოვალუტის ღირებულებას მისი მოთხოვნა-მიწოდება და ბაზარზე არსებული სხვა ტენდენციები განაპირობებს, იქნება ეს გავლენიანი პირების შეფასებები თუ სხვა, ამიტომ მათთვის, ვინც კრიპტო სამყაროში მხოლოდ ახლა შეაბიჯა, კურსებთან დაკავშირებით შეიძლება, ბევრი ბუნდოვანება ჰქონდეს.

სწორედ ამიტომ Cryptal-ი გვირჩევს, უფრო სტაბილური კრიპტოვალუტებით ანუ Stablecoin-ებით ვისარგებლოთ. მაგალითისთვის, კრიპტოვალუტა Tether (USDT) გამყარებულია დოლარის რეზერვებით, შესაბამისად, მისი კურსი მუდმივად აშშ დოლარის კურსს უტოლდება: 1 USDT=1$. აღნიშნული კრიპტო ნაკლებად რისკიანია და დამსაქმებელს მშვიდად და რაც მთავარია, ნაკლები დანახარჯებით ანგარიშსწორების საშუალებას აძლევს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, სახელფასო ტრანზაქციებისთვის გლობალურად USDT/Tether ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივი გახდა და ნაკლებად რისკიანობის გამო მას ათასობით მომხმარებელი ენდობა.

Tether-ის გარდა, არსებობს სხვა სტაბილური ქოინები - USDC, Dai, TrueUSD, რომელიც ანაზღაურების გადასარიცხად აქტიურად გამოიყენება. ამასთან, რისკების დასაზღვევად ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს Wallet Pro, რომელსაც ათასობით დამსაქმებელი ენდობა.

Wallet pro Cryptal-ის ახალი (Wallet As A Service) პროდუქტია, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მარტივად დაიინტეგრირონ და დაიწყონ როგორც კრიპტო გადახდების მიღება, ასევე კრიპტოში ხელფასების გაცემა თუ სხვა ტრანზაქციების განხორციელება.

Wallet Pro-ს მეშვეობით ბიზნესები რყევებისგან გამოწვეულ რისკებს თავიდან ირიდებენ და კრიპტოვალუტას ყველაზე მისაღები პირობებით რიცხავენ. Wallet Pro-ს მეშვეობით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ ანგარიშებზე მუდმივად ჰქონდეთ კრიპტო და საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს გადარიცხონ ან განკარგონ თავიანთი ციფრული აქტივები, თანაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალური დანახარჯებით.

აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენებით საერთაშორისო გადარიცხვები კიდევ უფრო მარტივი, უსაფრთხო და ხარჯთეფექტური ხდება და ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ხელფასის გაცემის სირთულეებზე ფიქრის გარეშე დაასაქმონ მეტი პროფესიონალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორების თავისებურებების, რისკების, უპირატესობების, ყველაზე სტაბილური კრიპტოვალუტებისა და სხვა დეტალების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით