გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში საერთაშორისო დიალოგი გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის „საერთაშორისო დიალოგი თანამედროვე აკადემიურ სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ“ გაიმართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, სევერინ ჰორნუნგი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება ისეთი საკითხების შესახებ გაუზიარა, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სწავლის პროცესში, აკადემიური თავისუფლება, სასწავლო პროცესში სტუდენტებთან უკუკავშირის პროცესის მართვა და სხვა.

„სწავლების პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებმაც ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ყალბ სიახლეებზე და განიხილეს, თუ როგორ უნდა ასწავლონ სტუდენტებს ვალიდური წყაროების გარჩევა ყალბისაგან. ასევე, როგორ უნდა ინტეგრირდნენ პრაქტიკოსი სპეციალისტები უკეთ სასწავლო პროცესში.

შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმით, შედარებულ იქნა ავსტრიული და ქართული გამოცდილება, აღინიშნა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები.

შეხვედრას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმისა და თბილისის წარმომადგენლობის პროფესორები და ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანები სხვა უნივერსიტეტებიდან.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის დოქტორ სევერინგ ჰორნუნგს ჩატარებული მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის