თინა ბოკუჩავა - ბიუროს სხდომაზე შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვა მოვითხოვეთ, პასუხი იყო ცინიკური სიცილი სარჯველაძისგან, ცინიკური ტაში ბითაძისგან და გინება ქადაგიშვილის მხრიდან

ბიუროს სხდომაზე ჩვენ შოვის ტრაგედიის ირგვლივ საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვა მოვითხოვეთ, ხოლო პასუხი იყო ცინიკური სიცილი ბატონი სარჯველაძისგან, ცინიკური ტაში ქალბატონი ბითაძისგან და პირდაპირი სიტყვებით გინება ბატონი ქადაგიშვილის მხრიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს საჯარო დისკუსია შესთავაზა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ „კვლავ პროცედურული ომის და დანაშაულის დაფარვის გზა აირჩია“.

„გუშინდელმა ბიუროს სხდომამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ოცნების“ რეალური სახე, სადაც ჩვენ საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვა მოვითხოვეთ შოვის ტრაგედიის ირგვლივ, ხოლო „ოცნების“ პასუხი იყო ცინიკური სიცილი ბატონი სარჯველაძისგან, ცინიკური ტაში ქალბატონი ბითაძისგან და პირდაპირი სიტყვებით გინება ბატონი ქადაგიშვილის მხრიდან. ეს არის თქვენი რეალური სახე და ეს იყო სწორედ თქვენი რეაქციაც შოვის ტრაგედიის შემდეგ უშუალოდ, როდესაც სამარცხვინოდ აგრესიულად, შეურაცხმყოფლად თავს ესხმოდით დაზარალებულებს. ჩვენ შემოგთავაზეთ საჯარო დისკუსია და არა ფორსირებული კენჭისყრა კომისიის ჩაგდების მიზნით, მაგრამ თქვენ, როგორც წარსულში, სხვა საგამოძიებო კომისიების განხილვისას, კვლავ პროცედურული ომის და დანაშაულის ასე დაფარვის გზა აირჩიეთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას ამ განცხადებას სხდომათა დარბაზიდან რეპლიკები მოჰყვა. ის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტყუილის თქმაში დაადანაშაულა და ოპოზიციონერ კოლეგას მატყუარა უწოდა.

„როგორ კადრულობ, როდესაც ამბობ, რომ თითქოს ბიუროს სხდომაზე შევიგინე“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო