საყოველთაო ნათლობისათვის საბუთების მიღება იწყება

საყოველთაო ნათლობისათვის საბუთების მიღება იწყება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონი: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა