ლევან ხაბეიშვილი - ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ! ეს ჩვენი ადგილობრივი ლიდერების და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა, ვინც სკვერის გადასარჩენად ფიზიკურად იბრძოლა

ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ! ეს ჩვენი ადგილობრივი ლიდერების - დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაშვილის, არჩილ სიხარულიძის და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა, ვინც ნოდარ დუმბაძის სკვერის გადასარჩენად ფიზიკურად იბრძოლეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩოხატაურისთვის ეს „პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“.

„რუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდა ადგილობრივი მერი პატარა მინიგარქ რუს ჩიგოგიძესთან ერთად. კი, ეს აღიარა მდინარაძემ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ, გადავარჩინეთ და ეს ჩვენი ადგილობრივი ლიდერების - დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაშვილის, არჩილ სიხარულიძის და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა, ვინც ნოდარ დუმბაძის სკვერის გადასარჩენად ფიზიკურად იბრძოლეს. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცოდეს, რომ აბსოლუტურად ყველას ინტერესების გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებს, ჩვენ ვართ ხალხის პარტია და ვიქნებით იქ, სადაც სჭირდება ხალხს. ეს არის პირველი პატარა, მაგრამ ჩოხატაურისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. შევინარჩუნეთ ნოდარ დუმბაძის სკვერი და რუსულ პარტიას ამ ინიციატივის უკან წაღება მოუწია“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო