„ჯივიპი“ აბონენტებს ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს შესაძლო ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აბონენტებს ეგზავნებათ ცრუ შეთავაზება სმს შეტყობინების სახით, რომ მათ გარკვეულ ბმულზე გადასვლით გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, მათ შორის, წყლის საფასური და სანაცვლოდ, გადახდილი თანხის 50% აბონენტს უკან დაუბრუნდება.

„ჯივიპის“ ცნობით, აღნიშნული შეთავაზება წარმოადგენს ინტერნეტთაღლითობას.

შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს აბონენტებს, მსგავსი "სმს" შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო, პირადი თუ საბანკო მონაცემები.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება