გიგა ბოკერია - სააკაშვილი ამბობს, თუ გინდათ, რომ  იტივტივოთ, ნებისმიერ ფასად ჩემთან უნდა დარჩეთ - ჩანს ის დეგრადაცია, რაც პოლიტიკურად და მორალურად მოხდა

სააკაშვილი ამბობს, თუ გინდათ, რომ იტივტივოთ, ნებისმიერ ფასად ჩემთან უნდა დარჩეთ , - ასე გამოეხმაურა „ევროპული­ საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეუბნება, რომ ერთმანეთში კამათი შეუძლიათ, თუმცა მის „ბელადობას“ არ უნდა შეეხონ.

„როგორც ჩანს გზავნილია, რომ დიდი ბრენდი, 5 ნომერი შეინარჩუნეთ, თორემ ვერ მიიღებთ მხარდაჭერას. ჩანს ის დეგრადაცია, რაც მანდ მოხდა პოლიტიკურად და მორალურად. ადამიანს რაღაცის უნდა სჯეროდეს და ამისთვის უნდა მოქმედებდეს იმის მიუხედავად იმ წამს რამხელა წარმატებაა, ხოლო სააკაშვილი ამბობს, თუ გინდათ, რომ იტივტივოთ, ნებისმიერ ფასად ჩემთან უნდა დარჩეთ. ვისაც უნდა იტივტივოს, ის ამას აირჩევს, ხოლო ვისაც ამბიცია აქვს, რომ ადრე თუ გვიან მიაღწიოს იმას, რაც სწორი ჰგონია, მისი ქვეყნისთვის, ის უნდა გაყვეს იმას, რისიც სჯერა. სააკაშვილი ეუბნება, რომ იკამათეთ, ოღონდ ჩემს ლიდერობას არ შეეხოთო. ისე იჩხუბეთ ერთმანეთში, ოღონდ მე უნდა გამომყვეთ ნებისმიერ ფასად, თორემ ვერ მოიპოვებთ იმ მხარდაჭერას, რაც 5 ნომერს აქვს.

ნებისმიერს ეუბნება, რომ ვინც არ გამომყვება მე, იმას რაღაც ცუდი მოუვა. ლაპარაკი იმაზე კი არაა, რა არის სწორი და რა არ არის სწორი, უბრალოდ ბელადის ერთგული უნდა იყოთ. სანამ ეს მიდგომა აქვთ, ისევე როგორც ივანიშვილს, რომ ისაა ბელადი და უნდა გაჰყვნენ ბოლომდე, გამოდის რომ ერთ მოედანზე თამაშობენ და ამ მოედანზე თამაშში, ამ სახიფათო რეჟიმს ეძლევა საშუალება, რომ გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, ესაა შედეგი ამ უპრინციპობის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და აქტივისტებს მიმართა და განაცხადა, რომ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. ამასთან, მისი თქმით, მიესალმება დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც.

„ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი გზავნილში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო