ნათია თურნავა "ტერაბანკის" მენეჯმენტს შეხვდა

ნათია თურნავა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი "ტერაბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, აბჰიჯით ჩოუდურის და გენერალურ დირექტორს, თეა ლორთქიფანიძეს შეხვდა.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას. ნათია თურნავამ "ტერაბანკის" წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და განვითარებული სექტორია, რომელსაც ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

"ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. ეროვნული ბანკის ამოცანაა, საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანების შესასრულებლად, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სტანდარტები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს. ეროვნული ბანკის დროული, თანმიმდევრული რეგულირების დამსახურებაცაა, რომ საფინანსო სექტორი განვითარებული და სტაბილურია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი