ხათუნა სამნიძე - 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციას ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს - ოპოზიციას მეტი კოორდინაცია გვჭირდება

ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციას ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს - ჩვენ ჯერ ვერ შევძელით, ვერ დავარწმუნეთ საზოგადოება, სად არის ალტერნატივა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციას საზოგადოებისთვის სწორი გზავნილები უნდა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნებზე, პირველ რიგში, ოპოზიციას ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხს არ სცემს, თუ სად დგას, მაგრამ ეს იმის დასტურია, რომ არ დგას ხელისუფლების გვერდით.

ჩვენ ჯერ ვერ შევძელით, ვერ დავარწმუნეთ [საზოგადოება] სად არის ალტერნატივა, მაგრამ საარჩევნო პროცესის მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, ვითარება იცვლება. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვამხილოთ, რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ აზიანებს ევროპულ მომავალს, თუნდაც იმპიჩმენტის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მას შედეგი არ ექნება, პროცესი ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პროცესში რამდენად გაღრმავდება პოლარიზაცია, რამდენად გამწვავდება ანტიდასავლური კამპანია, აქ ოპოზიციას სწორი გზავნილი გვჭირდება საზოგადოებისთვის. ეს რთულია. ოპოზიციას გვჭირდება მეტი კოორდინაცია. სანამ ოპოზიციურ მხარეს პოლიტიკური ლანდშაფტი არ არის ჯერ კიდევ დალაგებული, საარჩევნო ცენტრი, თუ ვინ ვისთან იქნება კოალიციაში, მანამდე ძალიან რთულია ამომრჩეველმა ალტერნატივა დაინახოს“,- აღნიშნა სამნიძემ.

როგორც სამნიძემ განმარტა, არ ეთანხმება ოპოზიციონერ კოლეგების იმ მოსაზრებას, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს.

„ოპოზიციურ მხარეს ვინც თვლის, რომ კანდიდატის სტატუსი გააძლიერებს „ქართულ ოცნებას“ , კატეგორიულად არ ვეთანხმები.

ჩვენ ყველაფრის მიუხედავად გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, ეს ქვეყანას სჭირდება. კანდიდატის სტატუსით და ქვეყნის გაძლიერებით ჩვენ ვიღებთ მეტ მხარდაჭერას, მეტ გვერდში დგომას და კონტროლს ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, რომ არჩევნები ისე ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ოპოზიციური ხმების უმრავლესობის შემთხვევაში არ გაბედოს და არ შეცვალოს შედეგები. ამის გამოცდილება აქვს, ამის სურვილი და მცდელობა ექნება“, - აღნიშნა სამნიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით