ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთში, ჩაის პლანტაციებში დასაქმებული ქართველი მიგრანტების სამუშაო პირობებს გაეცნო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მოადგილესთან, თამარ სურმავასთან ერთად თურქეთში, ქალაქ ხოფაში, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი პეტრიაშვილი და თამარ სურმავა თურქეთის პროფკავშირის დისკის (Disk) თავმჯდომარესთან, არზუ ჩერქეზოღლუსთან ერთად შეხვდენენ ჩაის პლანტაციებში სეზონურად დასაქმებულ პირებს, რომელთა დიდ ნაწილსაც საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ.

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ართვინის გუბერნატორს, ართვინის რეგიონიდან თურქეთის პარლამენტის წევრს, რომელიც ასევე ქართულ-თურქული მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელია, ასევე, ბურჩხისა და ხოფის მერებს შეხვდა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება თურქეთის პროფკავშირთან (disk) ერთად თურქეთში, ქართველი მიგრანტების ინტერესების დაცვის მიზნით, აქტიურად განაგრძობს მუშაობას. მხარეთა მიერ შემუშავდა სამუშაო გეგმა და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა