კახა კალაძე - დიდ სუპერმარკეტებს და მარკეტებს მივმართავ, გონივრული ვადა გეძლევათ იმისთვის, რომ „თბილსერვისთან“ ხელშეკრულებები გააფორმოთ, რათა არც თქვენ შეგექმნათ პრობლემები და არც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს

მინდა, დიდ სუპერმარკეტებს და ზოგადად, მარკეტებს მივმართო, რომლებიც არ გვეთანამშრომლებიან და მათ მიერ შექმნილ ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებში მიზანმიმართულად ათავსებენ, რაც უდიდეს პრობლემას ქმნის. გონივრული ვადა გეძლევათ იმისთვის, რომ „თბილსერვისთან“ ხელშეკრულებები გააფორმოთ, რათა არც თქვენ შეგექმნათ პრობლემები და არც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს თქვენი ბიზნესის გამო, - ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სუპერმარკეტების წარმომადგენლებს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მიმართა.

მან ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, ჯარიმების გამკაცრება და გაზრდა დაავალა.

ამასთან, კახა კალაძემ მოქალაქეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს ნარჩენების კანონით დადგენილი წესით განთავსებისკენ მოუწოდა.

„ნუ დავაბინძურებთ გარემოს, ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. ასევე, გეტყვით, რომ გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ, ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია სამშენებლო, ინერტული ნარჩენის, ასევე ძველი ავეჯის კანონიერად განთავსება, ტარიფები მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია, ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს „თბილსერვის ჯგუფთან“ შეუძლია ხელშეკრულების გაფორმება და ნარჩენის გატანის კუთხით დამატებითი მომსახურების მიღება. არ გაქვთ არანაირი პრობლემა, ამის სერვისი არსებობს, „თბილსერვისს“ უნდა მიმართოთ და სამშენებლო ნაგვის გატანაში ჩვენი კომპანია და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, სხვადასხვა კომპანიებმა ბიზნესის კეთებით გარემო არ უნდა დააბინძურონ.

„ახლა მინდა მივმართო იმ დიდ სუპერმარკეტებს და ზოგადად, მარკეტებს, რომლებიც არ გვეთანამშრომლებიან და მათ მიერ შექმნილ ნარჩენებს მიზანმიმართულად ათავსებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, რაც უდიდეს პრობლემას ქმნის. ურნების გადავსება, დაზიანება ხდება, რადგან აღნიშნული ურნები მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის არის განკუთვნილი. თქვენ, დიდ მარკეტებს იმის შესაძლებლობა გაქვთ, „თბილსერვისთან“ შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოთ, აღნიშნული კომპანია ისე მოგემსახურებათ, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. მესმის თქვენი ბიზნესი, არავინ ხელს არ გიშლით, დასაქმებული ადამიანები გყავთ, თქვენი ბიზნესის კეთებით, გარემო არ უნდა დააბინძუროთ და სხვას, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ უნდა შეუქმნათ პრობლემები.

დღეს, მიზანმიმართულად არ ვასახელებ იმ კონკრეტულ სუპერმარკეტებს, ვინც ქალაქში აღნიშნულ პრობლემას ქმნის, გონივრული ვადა გეძლევათ იმისთვის, რომ „თბილსერვისთან“ გააფორმოთ ხელშეკრულებები, რომ ამ სერვისით ისარგებლოთ, რომ არც თქვენ შეგექმნათ პრობლემები და ნურც ამ ქალაქ მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნით პრობლემებს თქვენი ბიზნესის გამო, არავინ გზღუდავთ, არავინ გიშლით ხელს, პირიქით, ჩვენი თხოვნა და მოთხოვნაა, სისუფთავე, წესრიგი დავიცვათ კანონის და გონივრულობის ფარგლებში. ეს სერვისი არსებობს, კეთილი ინებეთ, გამოიყენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიცე-მერს, ხმალაძეს ვავალებ - დღეს, „თბილსერვის ჯგუფს“ დაჯარიმების უფლება არ აქვს, ამაზე დაიწყეთ მუშაობა, თუ ეს გარკვეულ დროში გაიწელება, მაშინ მუნიციპალური ინსპექცია ჩართეთ, გაამკაცრეთ ჯარიმები, გაზარდეთ ჯარიმები და შესაბამისად იმოქმედეთ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სხვების ბიზნესის გამო დისკომფორტი არ შეექმნათ, მოვუაროთ ჩვენს ქალაქს, ქალაქში არსებულ გარემოს. მგონია, რომ ეს არის ისეთი თემა, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც, რა ბიზნესს არ უნდა აკეთებდეს. გულდასაწყვეტია ეს კონკრეტული ფაქტები, რასაც ამ ქალაქში მცხოვრები ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები გვიგზავნიან, ვისაც მართლა გული შესტკივა, უყვარს ეს ქალაქი, უნდა, რომ სისუფთავე იყოს და ქალაქის განვითარება მოხდეს“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი