ირაკლი ხმალაძე - 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზარალი 5 მილიონ ლარამდეა

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდეა.

მისივე თქმით, თბილისის მერია მზად არის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმაროს.

„სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი დაახლოებით, 5 მილიონის ლარის ფარგლებშია, რომელსაც მუნიციპალიტეტი გამოყოფს და ათივე რაიონს გადავუნაწილებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. ის ყველაფერი გამოვასწოროთ, რაც დაზიანებულია, ვგულისხმობ, როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას”, - განაცხადა ხმალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა