შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისრაელის პარლამენტის სპიკერს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პარლამენტის სპიკერი ამირ ოჰანა, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

„ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებმა შესაბამისი აღჭურვილობა დაათვალიერეს და საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა იოსებ ჭელიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა