იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის პროცესში.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნეს სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე, ასევე, გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებს შეეხო. აღინიშნა, რომ სამინისტრო თანამშრომლების ინტერესებზე ორიენტირებული უწყებაა და მათი პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს.
იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში..KH. 06.09.2023
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო
თბილისი. 6 სექტემბერი. „ინტერპრესნიუსი“ - იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის პროცესში.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე, ასევე, გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებს შეეხო. აღინიშნა, რომ სამინისტრო თანამშრომლების ინტერესებსზე ორიენტირებული უწყებაა და მათი პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს.
იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.