მაკა ბოჭორიშვილი - ძალისხმევა არ დაუშურებია ხელისუფლებას საგარეო ფლანგზე ძალების მობილიზებისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო მაშინ, როდესაც უნდა მიეღო

ძალისხმევა არ დაუშურებია საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ფლანგზე ძალების მობილიზებისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო მაშინ, როდესაც უნდა მიეღო, პრეზიდენტის ეს აქტივობები, რასაც ახლა უყურებთ, მნიშვნელოვანი იყო მაშინ განხორციელებულიყო,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს აქტივობები მაშინ უნდა ჰქონოდა, როცა ევროპარლამენტი, მისი შეფასებით, „უსამართლო რეზოლუციებს" იღებდა.

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ახლაც მუშაობს საგარეო ფლანგზე და მიიჩნევს, რომ ყველას აქტიურობას აქვს მნიშვნელობა და ღირებულია თუკი ის მიმართულია სტატუსის მოპოვებისკენ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დაცვა. ბოჭორიშვილი დასძენს, რომ კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია, თუ ქვეყანას ევროპული მომავალი სურს.

„ასე შევხედოთ ამ საკითხს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გასული წლის მარტის თვიდან აქტიურად დგას საქართველოს დღის წესრიგში. ძალისხმევა არ დაუშურებია საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტის მხრიდან ჩვენ, ვინც საგარეო გუნდში ვართ, პარლამენტის თავმჯდომარეს პირადად, რომ საგარეო ფლანგზე მაქსიმალურად მოგვეხდინა ძალების მობილიზება რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო მაშინ, როდესაც უნდა მიეღო. ამ შემთხვევაში ის აქტივობები, რასაც თქვენ ახლა უყურებთ, თუ მე მკითხავთ, მნიშვნელოვანი იყო განხორციელებულიყო მაშინ, გასული წლის მაისში, ივნისში, მაშინ, როცა ევროპარლამენტი აბსოლუტურად გაუმართლებელ და უსაფუძვლო რეზოლუციებს იღებდა საქართველოზე, რამაც დააზიანა ნამდვილად კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების პროცედურა. ამ შემთხვევაში, ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ბევრად უფრო ხმამაღლა დაიცავდა საქართველოს პოზიციას,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო