გივი მიქანაძე - ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი პლატფორმების მიზანია პოლიტიკური პროცესებისთვის მოემზადონ და „გარკვეული ფონი“ შექმნან

მიზანმიმართულად შექმნილი პლატფორმაა ხელისუფლების მიერ ქვეყნის სასიკეთოდ განხორციელებული რეფორმების დისკრედიტაციისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სამოქალაქო პლატფორმის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პლატფორმების მიზანია პოლიტიკური პროცესებისთვის მოემზადონ და „გარკვეული ფონი“ შექმნან.

„ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი პლატფორმა, რომლის მიზანიც არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მიერ ქვეყნის და საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებული რეფორმების დისკრედიტაციის მცდელობა. თუმცა, ამას წარმატება ვერ ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საქმით ვამტკიცებთ და იმ პასუხისმგებლობით, რაც საზოგადოების და ქვეყნის წინაშე გვაქვს აღებული, თუ რა ნაბიჯებს ვდგამთ თითოეული პუნქტის შესასრულებლად. ვინარჩუნებთ იმ პროცესებს, რაც დაკავშირებულია მშვიდობასთან და სტაბილობასთან, უსაფრთხოების გაზრდასთან, ეკონომიკურ ზრდასთან და ევროინტეგრაციასთან, რაც ჩვენი ისტორიული მიზანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ,“ - განაცხადა მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის