ბონდო თედორაძე - უკანასკნელი თვეების მანძილზე, საქართველოს მასშტაბით არაერთი კორუფციული დანაშაული გამოვლინდა, გამონაკლისი არც ქობულეთის მუნიციპალიტეტია

უკანასკნელი თვეების მანძილზე, საქართველოს მასშტაბით არაერთი კორუფციული დანაშაული გამოვლინდა, გამონაკლისი არც ქობულეთის მუნიციპალიტეტია, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, არაერთგზის შემჩნეულები არიან კორუფციულ გარიგებებში.

„ნახეთ ხელვაჩაურში როგორ ამხილა ერთი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის მერი კორუფციულ გარიგებაში. ზუსტად ანალოგიური, copy-paste-ით გადმოტანილი დანაშაული გვაქვს ქობულეთის მერიაში, სადაც „სანდასუფთავების“ სამსახურის ბუღალტრის გამოყენებით, მერისა და ადგილობრივი უშიშროების სპეცსამსახურების გავლენით ბიუჯეტის, ხალხის კუთვნილი თანხა მიითვისეს და ამით დაიკმაყოფილეს საკუთარი კეთილდღეობა, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აზარალეს. რეალურად, ხალხს მოაკლეს ის თანხა, რომელსაც ადგილობრივებისათვის კეთილდღეობა უნდა მოეტანა. საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.

მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, არაერთგზის შემჩნეულები არიან კორუფციულ გარიგებებში. ისინი დაუყოვნებლივ უნდა სცემდნენ ყველა კითხვას პასუხს, თუ რა როლი მიუძღვით მათ ამ კორუფციულ დანაშაულში, თუ იღებენ პასუხისმგებლობას მათ საუწყებო სტრუქტურაში მომხდარი დანაშაულის შესახებ? ამ ქვეყანაში თანამდებობის პირებმა უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ჯოხი არ უნდა ტყდებოდეს მხოლოდ სპეციალისტზე ან ბუღალტერზე, რადგან მერის უშუალო ჩარევის გარეშე, ერთი კაციც ვერ იქნებოდა დასაქმებული ვერსად. მერმა არ იცოდა ვინ დადიოდა სამსახურში, ვინ იყო ფიქტიურად გაფორმებული?! მისი ხელშეწყობით ხდებოდა მსგავსი საქმიანობა და ზუსტად ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც შეუძლია თანამდებობიდან წასვლაზე იფიქროს”, - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო