საბა ბუაძე - კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია და სწორედ, მის მიერ დამტკიცებულმა ბოლო პროექტებმა დაადასტურა ეს ყველაზე კარგად

კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია - ქალაქისთვის შეუსაბამო, სახიფათო და ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელი პროექტები იმისთვის დაამტკიცა, რომ ივანიშვილის ინტერესებს მოემსახუროს და მის სამსახურში გამდიდრდეს აღვირახსნილი კორუფციის საშუალებით,- ამის შესახებ პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „შეუძლებელია რაიმე არგუმენტის არსებობა, რათა ორი 50-სართულიანი ცათამბჯენი ჩაიდგას იმ ადგილას, სადაც 2015 წელს ყველაზე ძლიერი წყალმოვარდნა იყო“.

„კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია და სწორედ, მის მიერ დამტკიცებულმა ბოლო პროექტებმა დაადასტურა ეს ყველაზე კარგად. ეს ქალაქისთვის შეუსაბამო, სახიფათო და ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელი პროექტები, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისთვის დაამტკიცა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ივანიშვილის ინტერესებს მოემსახუროს და მის სამსახურში გამდიდრდეს აღვირახსნილი კორუფციის საშუალებით. სხვა მხრივ, შეუძლებელია რაიმე არგუმენტი არსებობდეს იმისათვის, რომ დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ორი 50-სართულიანი ცათამბჯენი ჩაიდგას. იმ ადგილას, სადაც 2015 წელს ყველაზე ძლიერი წყალმოვარდნა იყო და ყველაზე დიდი დატბორვა მოხდა.

ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უსაფრთხო და სიცოცხლისთვის შესაფერისია. ქალაქი, სადაც ცხოვრება გაუსაძლისი აღარ იქნება და სადაც ადამიანები გაქცევის პირას არ იქნებიან - ეს არის ჩვენი და პირადად, ჩემი დღის წესრიგი. შესაბამისად, კარგად ჩანს სხვაობა კალაძის პოლიტიკურ დღის წესრიგსა და „ლელოს“ შორის, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კალაძისგან განსხვავებით, რომელიც ქალაქის აოხრებით არის დაკავებული. ქალაქის აოხრება, პოლიტიკური კორუფცია, მათ შორის, პირადი კორუფცია - ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. რა საკვირველია, ჩვენ ამას ვუპირისპირდებით და თუ ისინი ამას ეძახიან განვითარებას, მინდა კიდევ ერთხელ დავპირდე, რომ ყველა მათ მიერ გაცემული შეუსაბამო მშენებლობის ნებართვა გადაიხედება მას შემდეგ, რაც ქალაქი კალაძის კორუმპირებული მმართველობისგან ამოისუნთქებს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ამასთან, ბუაძე გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას „ეუბნებიან, რომ თუ „ოცნების“ მხარდამჭერი ხარ, ბიზნესის კეთების უფლება არ უნდა მოგეცეს.“ ბუაძის თქმით, „კალაძემ ბიზნესის კეთება აბსოლუტურად ყველა ეპოქაში მოახერხა“.

„კალაძემ ბიზნესის კეთება აბსოლუტურად ყველა ეპოქაში მოახერხა, შეზრდილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან, სადაც ასევე ქალაქისთვის შეუსაბამო ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდებოდა და სადაც ქალაქის ურბანული გენოციდი დაიწყო. ახლა, როდესაც კალაძემ მართვის სადავეები გადმოიბარა და თვითონ არის პასუხისმგებელი პირი, გააგრძელა სწორედ ეს, არა ქალაქის საკეთილდღეოდ მოქმედება, არამედ, პერსონალური კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ამ ჭრილში გადაწყვეტილებების მიღება. ლაგუნა ვერეს, დიდი დიღმის, ვაგონშემკეთებელი ქარხნის და სხვა პროექტების ნახვის შემდეგ, შეუძლებელია, ვერ დაინახო ის უდიდესი რისკები, რომლებიც ქალაქისთვის არსებობს. ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმები, რომლის ფასსაც თითოეული ჩვენგანი უახლოეს თვეებში და წლებში გადავიხდით, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს",- აღნიშნავს საბა ბუაძე.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა