ოთარ შამუგია გორში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათგან მოსავლის აღებისა და დაბინავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ფერმერებს ინტენსიური ბაღების მოწყობაში ვეხმარებით. ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია მოწყობილი, საიდანაც ველოდებით როგორც რაოდენობრივად კარგ, ისე მაღალი ხარისხის მოსავალს. გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობაშიც აქვთ ჩვენი მხარდაჭერა. მხოლოდ შიდა ქართლში ათეულობით სამაცივრე მეურნეობაა მოწყობილი. ეს მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რათა სტანდარტების შესაბამისად მოსავლის შენახვის და შემდგომ უკვე ეტაპობრივად რეალიზაციის პირობები ჰქონდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ცნობითვე, მინისტრმა ასევე ვაშლის მოსავლის ამღები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკა დაათვალიერა, რომელიც ფერმერმა სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიძინა.

„შპს „იბერია გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 10 ჰა-ზე ვაშლის ბაღს ფლობს, მათ შორის, პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, 2021 წელს, 5 ჰა-ზე ვაშლი გააშენა და ჭაბურღილი მოაწყო, რისთვისაც სოფლის განვითარების სააგენტოდან თანადაფინანსება - 50 000 ლარი მიიღო. 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის კომპანიამ 2023 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამით „დანერგე მომავალი“ ისარგებლა, საიდანაც თანადაფინანსება - 64 000 ლარი მიიღო. კომპანია მიღებული მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

ფერმერმა ირაკლი ედილაშვილმა აღნიშნა, რომ ბაღის დაზღვევა თითოეული ფერმერისთვის აუცილებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს პროცესი ფინანსურად გაცილებით გამარტივებულია და დაზღვევის დაახლოებით, 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა