სემეკი - იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ  სერვისებზე მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ლაშა ლობჟანიძე იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური სერვისებით მოქალაქეთა დაინტერესების მაჩვენებლებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას

სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 74 418 მოქალაქემ ისარგებლა.

გასული წლის მონაცემებთან შედარებით, კომუნალურ სერვისებზე იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.

„სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის კომუნალურ სერვისებს, განაცხადების ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა.

კომუნალური მომსახურებების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან ერთად. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კომუნალური კომპანიის აბონენტს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომუნალურ მომსახურებაზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო ხასიათის ბანერები იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში განთავსდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა