ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების განხილვას დაეთმო. საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან. ასევე, ხაზი გაესვა ეროვნული ბანკისა და ინგლისის ცენტრალურ ბანკს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. განიხილეს პროექტები, რომლებიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და აღინიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ინგლისის ცენტრალურ ბანკთან 2008 წლიდან ვთანამშრომლობთ. მათ ინფლაციის თარგეთირების და ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარების დიდი გამოცდილება აქვთ. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ბანკმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლაში ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. იმედი მაქვს, მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა