გიორგი ტყემალაძე - პოლიტიკურად მოტივირებული ოპოზიცია  დედაქალაქის განვითარების საწინააღმდეგო კამპანიით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს

პროექტებს, რომლებიც დედაქალაქში განხორციელდება, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მერიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულება თანმიმდევრულად მიმდინარეობს.

ამასთან, აღნიშნა, რომ დეგრადირებული სამრეწველო ფუნქციის მქონე ტერიტორიები და არეალები განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით განვითარდება, რაც მათთვის ახალი ფუნქციისა და დატვირთვის შეძენას გულისხმობს.

მისი თქმით, თბილისთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას, ყოველთვის მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დედაქალაქის ინტერესები და ეს პროცესი ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობის პირობებში ხორციელდება.

„ახლაც მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ დედაქალაქის განვითარება გენერალური გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“,- აღნიშნა ტყემალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებულ კამპანიას დედაქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ოპოზიცია დედაქალაქის განვითარების საწინააღმდეგო კამპანიით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ანალოგიურ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები მაშინ აქტიურდებიან, როდესაც მათთვის მესაკუთრეა პოლიტიკურად საინტერესო. ეს კამპანია კი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მათ ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანა სურთ.

აღნიშნული პროექტები ნიშნავს ინვესტიციებისა და კაპიტალის შექმნას, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჯაჭვი, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახთან მიდის, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ, - დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების პერიოდში რომ მსგავსი პროექტები ყოფილიყო, ამასთან დაკავშირებით სახალხო ზეიმს მოაწყობდნენ. რეალურად მათ ხომ ძალიან კარგად ესმით, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისათვის. სწორედ ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება, სამწუხაროდ, მათთვის - პრობლემაა“,- აღნიშნა ტყემალაძემ.

ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო