ხვალ, 8 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის ქუჩა N131-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, ხვალ 8 სექტემბერს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 8 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან, 9 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, მოსკოვის გამზირს, ქინძმარაულის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, თეთრი წყაროს, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტლის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა და ნადირაშვილის ქუჩებს, ნავთლუღის ქუჩა N10; რუსთავის გზატკეცილის N1-251, N2-42, გორგასლის ქუჩა N50-52, გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge