ბაზისბანკის მხარდაჭერით ურეკში ახალი სასტუმრო შენდება

ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში და ბაზისბანკთან პარტნიორობით, ურეკში კიდევ ერთი ახალი, 16 ნომრიანი აპარტამენტის ტიპის სასტუმრო „ალფა“ შენდება. პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკმა 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო.

სასტუმროს დასრულება და პირველი სტუმრების მიღება 2024 წლის ივლისში არის დაგეგმილი. სასტუმრო ზღვის პირველ ზოლში იქნება განთავსებული და სრულად ორიენტირებული როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორთა ინტერესებზე.

სასტუმრო „ალფა“ სტუმრებს მყუდრო ეზოს, დასასვენებელ სივრცეს, პარკინგსა და რეცეფციის 24 საათიან მომსახურებას შესთავაზებს.

„ჩვენი სასტუმრო ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას იქნება განთავსებული და პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის იზრუნებს სტუმრების მაქსიმალურ კომფორტზე. ჩვენსა და ბაზისბანკს შორის პარტნიორობით, შავი ზღვის სანაპიროს კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის სასტუმრო შეემატება, რომლის ყველა ნომერი აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილების სისტემით, სამზარეულოთი, სველი წერტილითა და სხვა ატრიბუციით, რაც აუცილებელია სტუმრის კომფორტის უზრუნველსაყოფად. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს აღნიშნულ პროექტში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებას“, - განაცხადა სასტუმრო ალფას მენეჯერმა, ინგა ალფაიძემ.

„ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით და საქართველოს მასშტაბით, ბანკის მიერ აქტიურად ფინანსდება ახალი სასტუმროების მშენებლობა. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა“, - აღნიშნა ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონის უფროსმა, ნათია ბერიძემ.

(R)

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი