ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს აგროპროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს აგროპროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ესენია: აგროსესხი, სესხი დამწყები მეწარმეებისთვის, შეღავათიანი აგრო სესხი, აგრო დაზღვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკის“ შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს, სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წამოწყება, ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება, შეუძლია მოითხოვოს აგრო დაფინანსება მისთვის მოქნილი გრაფიკითა და სპეციალური საშეღავათო პირობებით.

„აგროსესხის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საჭირო თანხა ნებისმიერი აგრო მიმართულებით, ისეთი როგორიცაა: ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები; მეცხოველეობა, მეფრინველეობა, საკალმახეები; რთველი, ღვინო, ვენახი; სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა; სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობა; ძირითადი და საბრუნავი საშუალებები; სასათბურე მეურნეობები და სხვა.

ეს შეთავაზება საინტერესოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აგრო საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წამოწყება სურს. მათ შეუძლიათ მიიღონ ფინანსური რესურსი დამწყები მეწარმეებისთვის და ამასთანავე ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდიით, რომელიც პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კი უკვე ეწევით აგრო საქმიანობას და გსურთ გაფართოება ან ახალი მიმართულების დაწყება, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი აგრო სესხითა და აგრო დაზღვევით, რომელიც აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფო სუბსიდიას, პროცენტის თანადაფინანსების სახით.

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონში აგრო მიმართულების მხარდაჭერაა. სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი - შექმნა. აგრო შეთავაზებები მათთვისაა, ვისაც დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული აგრობიზნესის გაფართოება, ან თუნდაც ახალი მიმართულების დამატება. „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის აგროპროდუქტებით სარგებლობა სპეციალური პირობებით არის შესაძლებელი, რაც გულისხმობს მოქნილ გრაფიკსა და ინდივიდუალურად შერჩეულ საშეღავათო პერიოდს. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რომ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ბიზნესს გავუწიოთ მხარდაჭერა. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ „საქართველოს ბანკის“ მიერ შეთავაზებული აგროპროდუქტები რეგიონებში ეკონომიკურ განვითარებას და გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

აგროსესხზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის