თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ფართოდ ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიმოიხილა სტრატეგიის განხორციელების დინამიკა და დასახულ ამოცანებთან მიმართებით, შეაჯამა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები, ასევე 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა.

ინფორმაციის თანახმად, თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების შეთანხმებულ და კოორდინირებულ საქმიანობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამომავლო გეგმების ერთობლივად დასახვისა და სტრატეგიული მიზნების ეფექტიანად მიღწევის თვალსაზრისით.

„დღეს, ჩვენ შევაფასეთ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 10-წლიანი სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პირველი ციკლის ფარგლებში გაწეული შედეგები. გვქონდა ძალიან საინტერესო და საგნობრივი მსჯელობა პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით, რომლებსაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისა და ინტეგრაციის პროცესში. განვიხილეთ მიმდინარე განვითარებები და იმ ახალი შესაძლებლობების პერსპექტივები, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მასშტაბური და ხელშესახები შედეგების მიღწევას. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით მოქმედი და არსებული მექანიზმების განვითარების მნიშვნელობაზე, რაც არსებითია განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მათივე განმარტებით, სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)