7 სექტემბრის მდგომარეობით, 27 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

7 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო. გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსავალი ღვინის საწარმოებს 2700-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

ინფორმაციის თანახმად, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.

„შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 3077 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

7 სექტემბრის მდგომარეობით, 27 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

7 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო. გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსავალი ღვინის საწარმოებს 2700-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

ინფორმაციის თანახმად, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.

„შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 3077 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი