ნინო რუხაძე ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-12 შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს პროგრამა „PLATFORMA”-ს სპიკერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხებზე ნინო რუხაძე ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მან თავის გამოსვლაში ყურადღება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ინფორმაციის თანახმად, ნინო რუხაძემ კოოპერაციის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების მუნიციპალიტეტებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

„თანამშრომლობა ევროკავშირსა და ჩვენ ქვეყნებს შორის გაცილებით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი იქნება, თუ ამ თანამშრომლობაში ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად ჩაერთვებიან. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შესატანი“- განაცხადა ნინო რუხაძემ.

„ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - ,,CORLEAP’’ მე-12 შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე მონაწილეობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის