კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაღრმავდება - მერწმუნეთ, გავერთობით!

თბილისის მერი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაღრმავდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დაპირისპირება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, არამედ დიდი ხანია გრძელდება.

„ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა „ნაციონალურ მოძრაობაში. ეს დაპირისპირება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, მგონია, რომ აღნიშნული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ბოლო დღეების განმავლობაში აღიარებით ჩვენებებს ვისმენთ კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული დაპირისპირების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება. მერწმუნეთ, გავერთობით!“-განაცხადა კალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს