იაგო ხვიჩია - არ მესმის, რატომ იწვალა პრემიერმა და აშშ-ში თბილისიდან პირდაპირ ჩარტერით რატომ არ გაფრინდა? - პირდაპირ ჩარტერით კი არ მიფრინავს, ჩვენს გამო წვალებაშია

არც კი გრცხვენიათ, რომ სვამთ კითხვებს, თუ საიდან მოიტანა ფული პრემიერმა - გასაკვირია, უფრო კომფორტულად რომ არ იმგზავრა და თვითმფრინავი უფრო ძვირი არ დაჯდა, - ასე უპასუხა "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, "პრემიერი იაფიანი თვითმფრინავით გაფრენილა და ჩვენს გამო წვალებაშია".

„არ მესმის, რატომ იწვალა და აშშ-ში თბილისიდან პირდაპირ ჩარტერით რატომ არ გაფრინდა? ქართველმა ხალხმა უნდა დავუფასოთ, რომ ჩვენი პრემიერი და მისი შვილი წვალობენ - პირდაპირ ჩარტერით კი არ მიფრინავს, ჩვენს გამო წვალებაშია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის