გიგა ბოკერია - არაპუტინისტური მთავრობა რომ გვყავდეს, ბორელის ან სხვა მსგავს ვიზიტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ლობირებისთვის გამოიყენებდა

არაპუტინისტური მთავრობა რომ გვყავდეს, ბორელის ან სხვა მსგავს ვიზიტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ლობირებისთვის გამოიყენებდა , - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თბილისში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სწორედ ამას აკეთებენ უკრაინისა და მოლდოვის მთავრობები.

„ჩვენ არ გვყავს ნორმალური მთავრობა და სანამ მას დემოკრატიული გზით არ გამოვცვლით, მანამდე ჩვენს ისტორიულ ამოცანას ვერ მივაღწევთ, რომ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, ასევე დავუბრუნდეთ თავისუფალ სამყაროს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დღეს დაიწყო.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში