თბილისის მერია - დედაქალაქში სანიაღვრე ქსელები ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გაწმენდას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკის საშუალებით ირეცხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სანიაღვრე ქსელი და კოლექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, მიმდინარე კვირის განმავლობაში სანიაღვრე სისტემა უკვე გაიწმინდა 34 მისამართზე: ბელიაშვილის ქუჩაზე, მაჭავარიანის, ასევე, მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ გზაზე; ბერიტაშვილის, ცხვედაძის, აბაშიძის ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირზე, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ; ცინცაძის, ზაქარიაძის, სვანიძის ქუჩებზე, წყნეთში - რუსთაველის ქუჩაზე, დოლიძის, ნოზაძისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე; სარაჯიშვილის გამზირზე, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ; შენგელიას, ბოჭორიშვილის, ბენდელიანის, ჯავის ქუჩებზე, გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაიონებში; შეშელიძის, კობის, თიანეთის, ასევე, კაპანაძისა და ღოღობერიძის ქუჩებზე; კახეთის გზატკეცილი N50-ის მიმდებარედ, მარუაშვილის, აბაშვილის, ციხისძირისა და გუდარეხის ქუჩებზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ლოკაციაზე ცენტრალური კოლექტორის ვიდეოკამერით დათვალიერება მოხდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ასრულებენ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა