ლაქტოზის აუტანლობა ბარიერი აღარაა რძის პროდუქტებით სიამოვნებისთვის

„ულაქტოზო“ - ეს სიტყვა ბევრი ჩვენგანისთვის შესაძლოა იმდენად უცხო იყოს, რომ მას მხოლოდ სუპერმარკეტებსა და მაღაზიათა ქსელებში შევხვედრივართ. თუმცა, თვითონ ლაქტოზისაგან გამოწვეული დისკომფორტი იმდენად ნაცნობია, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც ყოველ ჩვენგანს ქონია, ხოლო ის ვინც ლაქტოზის აუტანლობით იტანჯება, მათთვის ულაქტოზო პროდუქტი უბრალოდ ცხოვრების წესია. პროდუქტებს „ულაქტოზო“ როგორც წესი უცხოური წარწერით ვხვდებით, რადგან მისი წარმოება რთული და ამავდროულად ძვირი ფუფუნებაცაა. ქართულ ბაზარზე გამონაკლისია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ ახალი ხაზის „მსუბუქი დღე“ უახლესი პროდუქტები. ეს ხაზი ჯერ რძით იყო წარმოდგენილი, ახლა უკვე გვაქვს ულაქტოზო მაწონიც. ვისთვისაა განკუთვნილი ეს პროდუქტი? მისი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია რეკომენდებული, როგორც ლაქტოზის აუტანლობის მქონე პირებისათვის, ისე საქმიანი ადამიანებისათვის. საუზმეზე მაწონი ან მაწვნის დესერტები უკვე აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას.. ასევე ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის ან ვირუსული ინფექციების ფონზე, როგორც წესი სუსტდება იმუნიტეტი. ერთ-ერთი პირველი დისკომფორტი უმადობა და მუცლის ღრუში დისკომფორტია. არადა სწორედ მაწონია ის პირველი პროდუქტი, რომელსაც ამ დროს ხშირად ექიმებიც რეკომენდაციას უწევენ. დასუსტებული იმუნიტეტის ან ვირუსული ინფექციის, ისევე , როგორც პოსტკოვიდ პერიოდში ლაქტოზის აუტანლობა შესაძლებელია ისეთ ადამიანსაც კი დაემართოს, რომელსაც იგი არასდროს ქონია. ულაქტოზო მაწონი ასეთ შემთხვევებში უბრალოდ გამოსავალი და პირდაპირი ჩვენებაა.

უფრო დეტალურად რა არის ლაქტოზის აუტანლობა და როგორ მივხვდეთ, რომ ის გვაწუხებს: აუტანლობა - ლაქტოზა რძეში შემავალი შაქარია, რომელსაც თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს. ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს ორგანიზმში ფერმენტ ლაქტოზის დეფიციტს. ამ მდგომარეობის დროს რძის შაქარი არ იშლება, რაც იწვევს გარკვეულ კლინიკურ სიმპტომებს. ეს პრობლემა შეიძლება შევაფასოთ, როგორც სინდრომი და ის მოზრდილი მოსახლეობის დიდ პროცენტს ქონია, თუმცა არსებობს ლაქტოზის სრული აუტანლობა, რაც უკვე გენეტიკურად განპირობებული დაავადებაა.

ნიშნები - დიარეა, ხშირ შემთხვევაში ღებინება, მუცლის შებერილობა.. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურია ამ სიმპტომების გამოვლენის დროც. თუმცა თუ თქვენ რძისა და მისი პროდუქტის მიღებიდან დაუყოვნებლივ ან მაქსიმუმ 2 საათში მუცლის ღრუში დისკომფორტი ან ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები დაგეწყოთ, ყველა ალბათობით თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ

სტატისტიკა - მსოფლიო და საქართველო - რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში?აღმოჩნდა, რომ, ფერმენტ ლაქტოზას სრული დეფიციტი შედარებით იშვიათია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული მისი ნაწილობრივი დეფიციტის ფორმა. სტატისტიკური მონაცემებით ლაქტოზის აუტანლობა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 15% ახასიათებს, აზიური წარმოშობის 40% და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 90 % -ს. საქართველოში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ლაქტოზის აუტანლობა მთლიანი მოსახლეობის 30-დან 50 პროცენტამდე მერყეობს. დღეს არცერთი სინდრომი და დაავადება კლასიკური ფორმით თითქმის აღარ გვხდება, შესაბამისად ლაქტოზის აუტანლობა უკვე ხშირი მოვლენაა ბავშვებშიც. ლაქტოზის აუტანლობა დაავადება არ არის, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად თუ არ ჩავთვლით ჩვილობის პერიოდს სინდრომი ძლიერდება..

რა პრობლემა მოჰყვება ლაქტოზის აუტანლობას წლების განმავლობაში ადამიანი ამ პრობლემის გამო ცდილობდა თავი აერიდებინა რძისა და რძის პროდუქტებისათვის, მათ შორის ისეთი ყოველდღიური პროდუქტისთვის, როგორიც მაწონია.. რა დაკარგა ამით ადამიანმა? კალციუმი და მისი დეფიციტი ყველაზე დიდი რაოდენობით კალციუმს რძე და რძის პროდუქტები შეიცავს, მათ შორის მაწონი. რა თქმა უნდა, კალციუმი სხვა საკვებშიც მოიპოვება, თუმცა ყველაზე კარგად მისი შეწოვა სწორედ რძისა და რძის პროდუქტებისაგან ხდება. სწორედ ამიტომ არის რძის პროდუქტი ბავშვთა კვებაში პირველადი მოხმარების, ყოველდღიური პროდუქტი. კალციუმი ძვლის ქსოვილის შენებისთვის არის აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს ძვლები დარბილებას იწყებს, ბავშვს აღენიშნება კუნთების ტკივილი და ზრდაში ჩამორჩენა. ვინაიდან ბავშვის ზრდა განვითარებისათვის კალციუმი სასიცოცხლო ელემენტია, ულაქტოზო რძე და მაწონი ხსნაა მშობლებისათვის კალციუმი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჰორმონულ ცვლაში. როდესაც სისხლში ამ ელემენტის დონე იკლებს, ზემოხსენებული ფუნქციებისთვის ორგანიზმი ძვლებში ჩალაგებულ კალციუმს იყენებს. ამ შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილი ზარალდება. ხშირია ოსტეოპოროზები და ძვლის შეუქცევადი დაზიანება. ჯანსაღი კბილები, კალციუმი და რძის ნაწარმი კი ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია.

კიდევ რა გართულებები მოჰყვება ლაქტოზის აუტანლობას? ლაქტოზას შეიცავს რძე და ყველა რძის პროდუქტი. გარდა კალციუმისა ეს პროდუქტები შეიცავს ცილებს, A, B12 და D ვიტამინებს. თუ ორგანიზმში საჭირო რაოდენობით მინერალების და ვიტამინების შეწოვა არ ხდება მივიღებთ ისეთ პრობლემას, როგორიც წონაში კლება და ორგანიზმის გამოფიტვაა. რაც, თავის მხრივ, ისეთ პრობლემებს გამოიწვევს, როგორებიცაა: ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი, მალნუტრიცია. გარდა ძვლების ადვილად მსხვრევადობისა ამ დროს რთულად ხორცდება ჭრილობები, პაციენტებს აღენიშნებათ დაღლილობა და დეპრესია... გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობისას: ქართული ნატურალური ულაქტოზო რძე და მაწონი „მსუბუქი დღე“, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კალციუმზე, კალიუმზე და სხვა მინერალებზე დღიური მოთხოვნილების ნორმის 20 %, ისე, რომ არ იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს. ფერმენტის წყალობით პროდუქტში დაშლილი ლაქტოზა მაწონს და რძეს მსუბუქ მოტკბო გემოს ანიჭებს. რეკომენდებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შეუზღუდავი რაოდენობით.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო