მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ ცრუობს, როცა ამბობს, რომ გახარია მელიას გამო გადადგა

"ოცნება" ცრუობს, რომ გახარია მელიას გამო გადადგა, ერთადერთი მიზეზი, იყო ის, რომ არსებობდა საფრთხე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის - არავინ დაშავდა, რადგან ბევრი აქტორი იყო ჩართული, რამაც სიტუაციაზე გავლენა მოახდინა, - ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დაეკავებინათ თუ არა მელია, ამაზე კითხვა არასდროს ჰქონიათ და დაკავება კანონიერი იყო, თუმცა შეუთანხმებლობა მდგომარეობდა დაკავების ფორმებში. დაუშვილი მეტ დეტალზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მოვა დრო, როცა ყველაფერზე ისაუბრებენ.

"სამი რამ არის მნიშვნელოვანი. სტრასბურგის ყველაზე ავტორიტეტულმა, დამოუკიდებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული, უმძიმესი დანაშაული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მელია, რა თქმა უნდა, იყო დასაკავებელი. ცხადია, ეს დაკავება იყო კანონიერი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. ეს უმძიმესი დანაშაული, ბატონი მელია და სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, ფაქტობრივად, გადატრიალების მცდელობა, რომ არის ამნისტირებული, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ "ქართულ ოცნებას", რადგან მათ არ გაითვალისწინეს, რა ფორმით და რა მოცემულობით უნდა მომხდარიყო მელიას დაკავება. არასდროს კითხვა არ დასმულა დაკავება იყო თუ არა სწორი, რა თქმა უნდა, დაკავება იყო კანონიერი.

მე ერთ რამეს გეტყვით, "ოცნება" ცრუობს, როცა ამბობს, რომ გახარია მელიას გამო გადადგა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, იყო ის, რომ იქ არსებობდა საფრთხე ადამიანების დაზიანების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის კონკრეტული საფრთხეები არსებობდა", - განაცხადა დაუშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას დაკავებისას არავინ დაზიანებულა, დაუშვილი პასუხობს:

"ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი აქტორი იყო ჩართული, რამაც საბოლოო ჯამში იმ სიტუაციაზე გავლენა მოახდინა".

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა