KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა და GITA-ს ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვისა და გამარჯვებული პროექტების/გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება.

„წელს ინოვაციების საზაფხულო სკოლაში 60 წარმატებული სტუდენტი ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე 10-მდე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით, სტარტაპის შენების კურსი გაიარეს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები გაეუმჯობესებინათ და სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება მიეღოთ. სტუდენტებმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, მოახდინეს გუნდების ფორმირება კონკრეტული სტარტაპების გარშემო, შეიმუშავეს ინოვაციური პროექტების მოდელი.

გამარჯვებული გუნდი KIU-სა და GITA-სგან სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და ინოვაციების სასწავლო სამიტზე გაემგზავრება.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. ორი წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა KIU-ს 150-მდე სტუდენტმა მიიღო. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დანერგა. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს