თინა ბოკუჩავა - ბორელის ვიზიტი „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო გაფრთხილებაა - ძალიან უჭირს ევროპას იმ კონსენსუსის მოპოვება რომელიც საჭიროა 27 ქვეყანაში დადებითი გადაწყვეტილებისთვის

ბორელისგან უკვე მოვისმინეთ, მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მხოლოდ დამსახურების მიხედვით ხდება სტატუსის მინიჭება, რაც ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ძალიან უჭირს ევროპას კონსენსუსის მოპოვება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბორელის ვიზიტი „ქართული ოცნებისთვის" ბოლო გაფრთხილებაა.

„ეს არის საბოლოო გაფრთხილება ბრიუსელიდან „ოცნების“ მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ბორელისგან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მხოლოდ დამსახურების მიხედვით ხდება სტატუსის მინიჭება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს რეკომენდაციებს და საბოტაჟირებას ახდენს სტატუსის, ძალიან უჭირს ევროპას იმ კონსენსუსის მოპოვება რომელიც საჭიროა 27 ქვეყანაში დადებითი გადაწყვეტილებისთვის”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ისტორიის მნიშვნელოვან მომენტში ისტორიის სწორი მხარე აირჩია.

„ივანიშვილის მცდელობა ბუნებრივია, წარუმატებელი იქნება, ხოლო საქართველოს ევროპისკენ სვლა აუცილებლად იქნება წარმატებული, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ამ ისტორიული არჩევანის რეალიზება მოახდინოს”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს ელოდებიან. ჯოზეფ ბორელი პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკური ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო