კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს, ყველა კათოლიკეს ღვთისმშობლობას ულოცავს.

„დღეს, 8 სექტემბერს, ქართველი კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავენ. ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს,“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.