ლანჩხუთის მერი - ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახია - გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ.

„მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა რამდენიმე სახლი ჩაიტანა. ამ ეტაპისთვის, ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო და ეს სახლი მიწაში დაიმარხა. ამ სახლის სხვა მცხოვრებლებმა გამოასწრეს, როგორც ვიცი. დილიდან ტექნიკა გავგზავნეთ, მაგრამ ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახი. ახლაც წვიმს, უბრალოდ ისე ძალიან აღარ, როგორც მთელი ღამე წვიმდა. ამ წუთისთვის, სხვა მოქალაქეებს არ ვეძებთ. 10-მდე სახლია დაზიანებული და ყველა მათგანიდან მოსახლეობა გამოსულია. გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს, ცუდი მდგომარეობაა ძალიან. მობილიზებულია ტექნიკა. ბევრ ადგილზე მეწყერსაშიში ზონებია. მეწყერს რას ვუზამთ, მაგრამ ვცდილობთ მოსახლეობა გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს