SS.GE განცხადებების AI მთარგმნელს ქმნის და მომხმარებელს მისთვის კომფორტულ ენაზე გააცნობს შინაარსს

ss.ge-ზე ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ვებსაიტზე წარმოდგენილი განცხადებების სხვადასხვა ენაზე ავტომატურად თარგმნის ფუნქციით. ადრე თარგმანი ფასიანი იყო და Google Translate-ის გამოყენებით ხორციელდებოდა, რაც რა თქმა უნდა სასარგებლო იყო, მაგრამ სიზუსტითა და ხარისხით სრულყოფილებისგან საკმაოდ შორს იყო.

დღეს ამ ფუნქციას ss.ge-ზე ხელოვნური ინტელექტი ასრულებს, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა როგორც ყველა ვიზიტორისთვის, ასევე განმცხადებლებისთვისაც. ეს სიახლე განსაკუთრებით სასარგებლოა უცხოენოვანი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ახლა უკვე შეუძლიათ ადვილად გაიგონ და წაიკითხონ კონტენტი მშობლიურ ენაზე, და ასევე პოტენციური განმცხადებლებისთვის, რომელთაც გაუადვილდებათ გამოქვეყნებული განცხადებებით მომხმარებლების პოვნა და მათთან კომუნიკაცია.

ვებ-გვერდზე შესულ ვიზიტორს ავტომატურად შესთავაზებს მისთვის კომფორტულ ენას.

SS.GE (სიტყვა და საქმე) საქართველოში განცხადებების უდიდესი პლატფორმაა, უახლოეს თვეებში კომპანია არაერთ ინოვაციური პროდუქტის დანერგვას გეგმავს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო