ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს მიუსამძიმრა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მინდა მთავრობის სახელით სამძიმარი ვუთხრა გურიაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახს. ეს ნამდვილად დიდი ტრაგედიაა“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის