ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას,  საქართველო ევროპაა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. განვიხილეთ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ჩვენს მიერ მიღწეული წარმატება. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. საქართველო ევროპაა!“, - აღნიშნავს პრემიერი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის