„საქსტატი“ - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის II კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2023 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია.

მათივე ცნობით, რეინვესტიციამ 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.

„2023 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 168.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 71.0 მლნ. აშშ დოლარით (14.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 62.7 მლნ. აშშ დოლარით (12.4 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78.0 პროცენტს შეადგენს. 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 137.2 მლნ. აშშ დოლარით (27.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35.6 მლნ. აშშ დოლარით (7.0 პროცენტი)“- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება